CarX Street | Portable
2024

CarX Street | Portable

ჟანრი: / Racing / Simulator
შემქმნელი: / CarX Technologies, LLC
გამომცემელი: / CarX Technologies, LLC
ინტერფეისი: / RUS | ENG | Multi+
გახმოვანება: / რუსული / ინგლისური +
კრეკი: / RUNE
ვერსია: / v.1.6.1
თრეილერი
    💻 სისტემური მოთხოვნები
  • ოპერაციული სისტემა
    Windows 10 (x64)
  • პროცესორი
    Intel Core i5-8400 / AMD Ryzen 5 2600
  • ვიდეოკარტა
    Nvidia Geforce GTX 1050 TI 4 GB / Radeon RX 570 8 GB
  • ოპერატიული მეხსიერება
    8 GB
  • მყარი დისკი
    18 GB

თამაშის შესახებ -

ქუჩის რბოლები, მაღალი სიჩქარეები და ადრენალინი, რომელიც საზღვრებს სცდება... ეს ყველაფერი დაგხვდებათ Sunset City-ში. დაჯექით სხვადასხვა ტიპის ავტომობილის საჭესთან, ისარგებლეთ ტიუნინგის ფართო შესაძლებლობებით და იგრძენით თავი ნამდვილი გზების მეფედ.

ქალაქში გახდებით StreetNET-ის ნაწილი — ეს არის უნიკალური ქსელი არალეგალური მრბოლელებისთვის. მოიპოვეთ ავტორიტეტი ქსელის მონაწილეებს შორის, შეაღწიეთ ელიტაში და შექმენით თქვენი ოცნების ავტოპარკი.

ღია სამყაროს რბოლის ჟანრის თამაში CarX Drift Racing Online-ის შემქმნელებისგან.

მასშტაბური ღია სამყარო სხვადასხვა აქტივობებით:

  • კლუბური რბოლები – შეეჯიბრეთ სხვადასხვა კლუბის ბოსებს ქალაქის უნიკალურ უბნებში. აჩვენეთ თქვენი ოსტატობა და მოიპოვეთ ელიტის ადგილი, გამოიწვიეთ ძლიერი მოწინააღმდეგეები;

  • თავისუფალი დრიფტ რბოლები – დააგროვეთ მაქსიმალური რაოდენობის დრიფტ ქულები ქალაქის ავტოსადგომებზე, გამოავლინეთ თქვენი უნარები ეფექტური და რთული დრიფტ-კომბინაციების შესრულებაში;

  • დრიფტ რბოლები – ეცადეთ მაქსიმალური დრიფტ ქულების დაგროვებას ულამაზეს მთიან სერპანტინებზე. ამ დახვეწილ ტრასებზე შეძლებთ თქვენი დრიფტ-უნარების გაუმჯობესებას და შესაძლებლობების ზღვრის შემოწმებას;

  • სპრინტ რბოლები – მიიღეთ მონაწილეობა სიჩქარის სპრინტ რბოლებში ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. შეეჯიბრეთ დროს და სხვა მრბოლელებს, რომ ყოველ რბოლაში საუკეთესო შედეგი აჩვენოთ;

  • ლიდერბორდების რეჟიმი – მოთამაშეებს შესაძლებლობა აქვთ იბრძოლონ ლიდერთა ცხრილის პირველი ადგილებისთვის. მიიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა რბოლაში, ადექით ცხრილებში, აკონტროლეთ თქვენი პროგრესი, შეადარეთ შედეგები სხვა მოთამაშეებს და იბრძოლეთ მწვერვალზე, რათა მოიპოვოთ ექსკლუზიური ჯილდოები;

  • შეკვეთების შესრულება – ავტომობილებისა და ნაწილების მიწოდების შეკვეთები განთავსებულია ქალაქის მასშტაბით. შეასრულეთ ისინი Sunset City-ის უკეთ შესასწავლად;

  • ქალაქის გამოკვლევა – აღმოაჩინეთ Sunset City-ის სილამაზე, დაათვალიერეთ მისი მრავალფეროვანი ლოკაციები. ისიამოვნეთ ღია სამყაროთი, აღმოაჩინეთ საინტერესო ადგილები, რომლებიც ყველა კუთხეში გელოდებათ.

გაეცანით თამაშში ხელმისაწვდომი ავტომობილების დიდ არჩევანს. შექმენით თქვენი იდეალური მანქანა — იქნება ეს დრიფტისთვის გამზადებული ბოლიდი თუ ძლიერი სპორტული ავტომობილი. CarX Street-ის სამყარო გაძლევთ უსაზღვრო შესაძლებლობებს თქვენი სურვილების რეალიზაციისთვის.

მოდიფიცირეთ და დააყენეთ ავტომობილის ძირითადი ელემენტები ოპტიმალური მახასიათებლების მისაღებად. შეარჩიეთ იდეალური პარამეტრები თქვენი მანქანისთვის დრიფტ, სპრინტ და კლუბური რბოლებისთვის.

განახორციელეთ ავტომობილის პერსონალიზაცია ფართო შესაძლებლობებით. შეარჩიეთ მრავალი დეტალიდან, რათა შექმნათ უნიკალური დიზაინი. დააყენეთ სასურველი ფერი სხვადასხვა საღებავის ტიპით, შეცვალეთ დისკები, დაამატეთ LED განათება განსაკუთრებული სტილისთვის. პერსონალიზაცია შესაძლებელია ინტერიერშიც – აირჩიეთ სხვადასხვა სავარძელი, საჭე და სხვა დეტალები. შექმენით მანქანა, რომელიც სრულად ასახავს თქვენს პირად სტილს.

CarX Street - თამაში მუდმივად განახლების პროცესშია:

  • Sunset City-ის და მისი შემოგარენის გაფართოება, ახალი სათამაშო ზონები;

  • ხელმისაწვდომი ავტოპარკის მუდმივი გაფართოება;

  • ახალი კასტომიზაციისა და ტიუნინგის შესაძლებლობები;

  • სრული სიუჟეტური ხაზი;

  • ახალი ერთმოთამაშიანი რბოლები და აქტივობები;

  • ახალი ტიპის მულტიფლეიერ რბოლები და შეჯიბრებები;

  • გრაფიკის გაუმჯობესება.

თამაშის ვერსია | v.1.6.1 | build 18292664 | 30.04.2025
ამ რელიზსს ინსტალაცია არ სჭირდება - წაიკითხეთ დაყენების ინსტრუქცია !!

 DLC

თამაშის პოსტერები

 
თამაშის ზომა: 17.05 GB | CarX Street | Portable

playzon_net_carx-street-2024.torrent
Torrent ფაილის ზომა: 227.33 Kb / გადმოწერილია: 0

თამაშის თრეილერი
კომენტარები
კომენტარის დასამატებლად სავალდებულოა შეიცავდეს - 50 სიმბოლოს!
ინფორმაცია
ჯგუფს - სტუმარი,არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება!
კომენტარები არ არის - შეგიძლიათ თქვენ იყოთ პირველი!
დაგვიკავშირდით